USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
პრემიერი: პირადად მქონდა კომუნიკაცია თითქმის ყველა ევროპელ ლიდერთან. დღეს არ მეგულება ევროპაში არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას
дата:  718

ჩვენი მიზანია, რომ პროცესს არ ვაჩერებთ, პირიქით, არც შეგვიწყვეტია. რეკომენდაციები ახსენეთ, მინდა ვთქვა, რომ შემდეგი ნაბიჯი არის გაგრძელება და მუშაობა ამ რეკომენდაციებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას დღეს ევროპაში არ ეგულება, არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ანუ სტატუსის მინიჭებას.

„რაც შეეხება მოლოდინს, თქვენ ახსენეთ მოლოდინი და 15 დეკემბერს მისაღები გადაწყვეტილება 27 ქვეყნის მიერ. ჩვენ ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა და მე პირადად მქონდა კომუნიკაცია თითქმის ყველა ევროპელ ლიდერთან. დღეს ევროპაში არ მეგულება, არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ანუ სტატუსის მინიჭებას, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უკვე ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია და თქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგზე დაყრდნობით აძლევენ რეკომენდაციას ქვეყანას, რომ მიეცეს სტატუსი.

ვფიქრობ, რომ მოლოდინები არის პოზიტიური და არ მგონია რამე შეიცვალოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати