USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
პრემიერი: ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის პრემია 850 000 ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება
Date:  983

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის პრემია 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე განკარგულებას დღეს განიხილავენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებულია პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის რაოდენობით. ჩვენ მსჯელობა გვქონდა კულტურისა და სპორტი სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა და 3 მილიონ ლარამდე. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, - აღნიშნა პრემიერმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way