USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
პრემიერი ჩინეთში ვიზიტზე - ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება
თარიღი:  506

ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ გადაწყვეტილება გამოვაცხადეთ.

ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება”, - აღნიშნავს პრემიერი.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის