USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
პრემიერი - შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი
თარიღი:  1124
შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რაც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოვში განაცხადა.
მთავრობის მეთაური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს შოვში იმყოფებოდა.
პრემიერი ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გაესაუბრა და მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე, რა თქმა უნდა, ეს ჭირისუფლებისთვის იყო და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. მათ შორის არის კონკრეტული თხოვნები ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა სასულიერო პირებთან ერთად ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა. შოვში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დაიდგმება.
 
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის