USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
პრემიერი - როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს
дата:  515

ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ, რაღაცნაირად ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩააფინონ, დააშინონ ქართული საზოგადოება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც 25 აპრილს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ევროპარლამენტარები ბოლო წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების დაშინებას ცდილობენ და მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს.

„ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება რაც 2022 წელს ხდებოდა, მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუს ვერ მიიღებდა და ამისთვის ისინი საზოგადოებაში ნეგატიურ ფონს ქმნიდნენ. აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ საზოგადოებას. მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით 3 რეზოლუცია მიიღეს, სადაც საუბარი იყო, მათ შორის დამნაშავეების გათავისუფლებაზე, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და იქაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი, რომ კანდიდატი სტატუსის ვერ მიღების შემდეგ ქვეყანაში რევოლუცია მომხდარიყო. თქვენ გახსოვთ, რომ ეს რეზოლუციები ფარატინა ფურცლებად დარჩა, ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და ქვეყანამ მომდევნო წლეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ, რაღაცნაირად, ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება, როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს, უფრო მეტიც „ჩალის“ ფასიც არ აქვს, „ჩალაძის“ ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სიმართლეა მთავარი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати