USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
პრემიერი - მჯერა, დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ
Date:  254

30 წლის განმავლობაში, 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოსა და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერც ერთხელ ვერ ავიხდინეთ - მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საუკეთესო გუნდი გვყავს, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია.

„საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ, 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენს თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს, ჩვენი ნაკრების თითოეული გადადგმული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა.

30 წლის განმავლობაში, 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოსა და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერც ერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები ერთი წამითაც არ მიგვიტოვებია. არასდროს დაგვიკარგავს ქართველი საფეხბურთო გენის და ჩვენი ბიჭების რწმენა, რომ ისინი ერთხელაც აუცილებლად აგვიხდენენ ოცნებას, ახალ 13 მაისს გვაჩუქებდნენ.

ახლა ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს. საუკეთესო გუნდი გვყავს, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია. მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს“,-აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

 

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way