USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
პრემიერი - კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა წელსვე ამოქმედდება და პირველ ეტაპზე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, სტაჟირებაზე 3000-ზე მეტი ახალგაზრდა იქნება მიღებული
თარიღი:  702

სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან.

„სტაჟირების პროგრამის ძირითად მონახაზზე უკვე გვქონდა საუბარი. საპილოტე რეჟიმით უკვე წელსვე უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა. 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული სტაჟირებაზე, პროგრამის ფარგლებში. ჩვენი წარმოდგენით, დაახლოებით, 4-თვიანი უნდა იყოს ეს პროგრამა. კურსდამთავრებულები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სტაჟირების პროგრამას დაიწყებენ. ასევე, გვექნება თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ამასთან, ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, რათა ზოგადად კერძო სტრუქტურებში იყოს უზრუნველყოფილი კურსდამთავრებულების მიღება. ამ პროგრამის მთავარი ამოცანა არის ის, რომ კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ შემდგომ კარიერულ ზრდაში შეუწყობს ხელს. ეს არის მთავარი ამოცანა. პარლამენტმა მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი ჯერ კიდევ შარშან და სწორედ ამ კანონის საფუძველზე, წელს მთავრობამ ეს ახალი პროგრამა დააანონსა“,- განაცხადა პრემიერმა,

ირაკლი კობახიძის თქმით, პროგრამა სტუდენტებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, მათი რჩევების გათვალისწინებით ამოქმედდება.

„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დეტალებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ცალმხრივად შევიმუშაოთ. ამ პროგრამის მთავარი მოსარგებლეები არიან კურსდამთავრებულები და სტუდენტები. თუ თქვენგან არ მოვისმენთ იმას, თუ როგორ იქნება უკეთესი ამ პროგრამის ჩამოყალიბება, შეიძლება დასაწყისი წარმატებული არ გამოვიდეს. ამიტომ გვინდა, კონსულტაციები გავიაროთ, თქვენგან მივიღოთ რჩევები. გავაგრძელებთ კონსულტაციებს და გვინდა, რომ სწორედ ამის საფუძველზე მივცეთ საბოლოო სახე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც უკვე სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველა საკითხთან დაკავშირებით ნაყოფიერი დისკუსია გვექნება. ძალიან ნაყოფიერი იყო წინა შეხვედრა სტუდენტებთან. ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთივე საინტერესო დისკუსიას თქვენთან,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა, რომლის სიტყვასაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის