USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
Tbilisi
პრემიერი - „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან განვიხილეთ პროექტი, ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
Date:  282

„იგლ ჰილსის" დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.

„ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიაში. ჯამური მოცულობა არის 6.5 მლრდ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, ხვალ სიტყვით გამოსვლა ექნება აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები. მისი თქმით, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს პოტენციალზე ამ მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვან სამიტს ვესწრებით აბუ-დაბიში, რომელიც ძირითადად ეხება ეკონომიკურ და ენერგეტიკის საკითხებს. დღეს მონაწილეობა მივიღე გახსნის ღონისძიებაში. ასევე დღეს დღის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებს, განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მათ შორის საინვესტიციო მიმართულებით, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა. ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას ქვეყნებს შორის და ასევე კონკრეტულ კომპანიებთან. პოტენციალი ძალიან დიდია. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ხვალ მექნება გამოსვლა სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები და პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way