USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
პრემიერი - გვაქვს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი, თითოეული გასცემს თანაბარი სტატუსის და რანგის დიპლომებს, თუმცა დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი, რაც საჭიროებს გამოსწორებას
Date:  374

დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი და 45 კერძო უნივერსიტეტი და თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსის და თანაბარი რანგის დიპლომებს, თუმცა გამომდინარე ხარისხის უთანაბრობიდან სწავლებაში თავისი არსით ამ დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი, რაც საჭიროებს გამოსწორებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოწვევა არის აკადემიური რესურსების და ზოგადად რესურსების ირაციონალური გამოყენება, უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა.

„როდესაც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას გაცემულ დიპლომზე, მან უნდა უზრუნველყოს ამ დიპლომის თვისებრივი შინაარსობრივი თანასწორობაც, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის და ვფიქრობთ, რომ ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა.

ასევე ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსებიც არ არის ოპტიმალურად გამოყენებული. დედაქალაქში ხშირია ფაკულტეტების დუბლირება, რაც ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი გამოწვევა და ერთ-ერთი პრობლემა. მაგალითისათვის, თბილისი რომ ავიღოთ, თბილისში 4 სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს იურიდიული ფაკულტეტები, ასეთ პირობებში ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, მაგალითად, რომ ავიღოთ განვითარებული ქვეყნები, ძალიან ხანგრძლივი აკადემიური ტრადიციებით, იქაც კი უჭირთ ერთ ქალაქში ერთზე მეტ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე ფაკულტეტის არსებობა. ჩვენს შემთხვევაში ამას არავითარი რაციონალური გამართლება არ აქვს. ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემასაც უნდა შევხედოთ სათანადოდ და ეს ყველაფერი საჭიროებს გამოსწორებას.

ასევე არის ცალკეული სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები. რეალურად სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის. ასეთ დროს არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის საქმე და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way