დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში. ეს ბავშვები იცხოვრებენ აუცილებლად ევროკავშირში, ეს ბავშვები იცხოვრებენ ერთიან საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს მოხდება ძალიან მალე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას, ჩვენი გერმანელი მეგობრების მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს მეგობრებთან ერთად ვისაუბროთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე", - განაცხადა პრემიერმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.