USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
Tbilisi
პრემიერ-მინისტრის განცხადებები მთავრობის სხდომაზე
Date:  737

1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულისჩამდგმელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

„დღეს არის 31 მარტი, უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. 1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით და სწორედ ამ რეფერენდუმს რამდენიმე დღეში, 9 აპრილს მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 90 %-ზე მეტმა, დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 99%-ზე მეტმა, შესაბამისად, შედგა ქართველი ხალხის ერთსულოვნება დამოუკიდებლობის იდეის გარშემო.

ასევე, დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულისჩამდგმელი. რა თქმა უნდა, პატივი უნდა მივაგოთ მის ხსოვნას,"- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 1991 წლის შემდეგ ქვეყანამ გამოიარა ოთხი სხვადასხვა ომი და ორი სხვადასხვა რევოლუცია, ურთულესი წლები, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები, თუმცა საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება.

„ეს წლები იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის. 1991 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ ოთხი სხვადასხვა ომი, ორი სხვადასხვა რევოლუცია, ურთულესი წლები, მათ შორის, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები და ა.შ. თუმცა საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ მომავალშიც. დამოუკიდებლობას სჭირდება მუდმივი გაფრთხილება და დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა მოვიგონოთ და პატივი მივაგოთ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეწირნენ ომებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ მოქალაქეს და ყველას გისურვოთ საქართველოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება," - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებლობისთვის ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სასიხარულოა, რომ გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. პრემიერის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, 2025 წლის პირველი და მეორე თვეები გამორჩეული იყო.

„ჩვენ დავხურეთ ეს 2 თვე დადებითი მაჩვენებლებით. იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%. ამ კუთხით შარშანაც გვქონდა ძალიან დადებითი მაჩვენებელი, 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება.

საბიუჯეტო პროგნოზი არის 6%. ეს არის ერთგვარი პროგრამა მინიმუმი, რომელიც გვაქვს დასახული, თუმცა, ვფიქრობ, რომ იმ ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება აქამდე, შეგვიძლია ეს გეგმა გადაჭარბებითაც შევასრულოთ.
სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად კონტინენტის, ევროპის მასშტაბით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არამხოლოდ ეს პროგნოზი შევასრულოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი და ავიაცია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა - ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი" და „იზი ჯეტი" შემოდიან საქართველოში.

„უკვე იწყება ფრენები. ხანგრძლივი ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა წინ ამ შედეგის მიღწევას. სხვადასხვა სტრუქტურა იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამ შედეგის მიღწევისთვის, 30 მარტიდან უკვე დაიწყო ლონდონი-თბილისი-ლონდონის პირდაპირი ფრენები, რომელიც შესრულდება კვირაში ოთხჯერ „ბრითიშ ეარვეისის" მიერ. ეს, რა თქმა უნდა, ტრანზიტულ ფრენებსაც გააადვილებს, მათ შორის - აშშ-ში.

ასევე დღეიდან კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია „იზი ჯეტი" შეასრულებს ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან, კვირაში ორ-ორი სიხშირით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ კუთხით მთავრობა საზოგადოებას სთავაზობს მნიშვნელოვან სიახლეს.

„კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან ნული პროცენტით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციების გაფართოებაზე და აღნიშნა, რომ გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არამხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში.

„გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რაზეც გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამ ინიციატივის მიზანია, სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way