USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
პრემიერ-მინისტრის განცხადებები დღევანდელ მთავრობის სხდომაზე
дата:  336

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი 9,3%-ია, პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დასაჩქარებლად.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მიგრაციის მონაცემებზე და განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად დააბრუნოს ემიგრანტები სამშობლოში.

პრემიერ-მინისტრი ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკასაც გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.3%-ით გაიზარდა.

„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ, საზოგადოებაში შეექმნათ აღქმა, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისკენ წავიდოდა. მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი მათი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც აცხადებდა 17 იანვარს, რომ სამ თვეში ლარის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა დაახლოებით 3,1; გავიდა ეს სამი თვე, ცოტა მეტიც და 2,75-ის ფარგლებშია ლარის კურსი. წლის ჭრილში ეკონომიკის 2-პროცენტიანი კლება იყო ნაწინასწარმეტყველები ამ კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და აწ უკვე ექსპერტის მხრიდან და პირველ კვარტალში ჩვენ გვაქვს 9,3 პროცენტი ეკონომიკური ზრდა; მისი პროგნოზი იყო ინფლაცია 6 პროცენტი და მეტი და ინფლაციაც არის ოპტიმალური ზღვრის ფარგლებში. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით შესრულდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას. ამას აქვს, რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები. ეს არის დაკვეთა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ. საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, შეიქმნას დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, გვქონდეს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. ყველა მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური პროგრესი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს.

„მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა. ამ კუთხით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს. გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ გასული თვეების და რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და, შესაბამისად, არ გვექნებოდა არც ასეთი ეკონომიკური ზრდის მონაცემები", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა იუსტიციის, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების ახალ მინისტრებს - პაატა სალიას, რევაზ სოხაძეს და კახა გულედანს, რომლებიც მთავრობის სხდომას პირველად დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძემ ასევე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება და ინდივიდუალურ ასპარეზობაში მიღწეული წარმატება მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати