USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
პრემიერ-მინისტრი: საქართველოს ინტერესი გახლავთ უზრუნველყოფილი იქნეს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში
Date:  744

საქართველოს ინტერესი გახლავთ უზრუნველყოფილი იქნეს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანაში ომი არ ყოფილა.

„ომი ყველაზე ახდენს ზეგავლენას და ომი ჩვენს მეზობელ რეგიონში სომხეთში და აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეშფოთების საგანია. საქართველო როგორც ხშირად მითქვამს და მინდა გავიმეორო გახლავთ ძალიან ობიექტური მიუკერძოებელი შუამავალი ფასილიტატორი ორივე ქვეყნისა და პირადად მე ნდობით აღსავსე ურთიერთობა მაქვს ორივე ლიდერთან. შესაბამისად, საქართველოს ინტერესი გახლავთ უზრუნველყოფილი იქნეს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში. ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ შენარჩუნება უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიებს ვკარგავდით. ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როცა ომი არ არის ქვეყანაში, ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ, ვაძლიერებთ და ვამდიდრებთ ქვეყანას. და ეს გახლავთ ისეთი, რასაც მოაქვს აყვავება ჩვენი ხალხისთვის, მოსახლეობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way