USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
პრემიერ- მინისტრმა და თბილისის მერმა განახლებული კიკვიძის პარკი საზეიმოდ გახსნეს
Date:  1339

ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკის) რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული პარკი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა. 

პარკის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით, პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო.

„ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც რიგითი მოქალაქე, რომ ჩვენს დედაქალაქს, ულამაზეს თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. რაც შეეხება პარკს, იგი მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. გაჩნდა ახალი ზონები, ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონა, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით დაისვენოთ. ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ჩნდება ის საპარკო კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს პარკების ნაკლებობა, მაგრამ პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება. ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია. იმ ყველაფრის უკან, რასაც ვაკეთებთ, დგას დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ყველას დამსახურებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"მინდა თბილისს და თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული და ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე და ცხოვრება იყოს კომფორტული; რა თქმა უნდა, თბილისში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რაღაც ისეთი გაჩნდა, რაც ჩვენს თვალსა და გარემოს არ მოსწონს, მაგრამ თბილისის მერია და მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში მეტი რეკრეაცია და სიმწვანე იყოს, სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი. ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი.- განაცხადა პარკის გახსნაზე გიორგი გახარიამ 

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტირდა პარკში არსებული შენობები და შადრევანი.

სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 500 000 ლარი გამოიყო.

 

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way