ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
“წინასწარი ინფორმაციით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სროლის ადგილზე არიან გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანები,” - წერია პოლიციის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პოლიციის თანამშრომლები იან პალახის მოედანზე მდებარე სასწავლებელთან განლაგდნენ, სადაც სროლა მოხდა.
აღნიშნულ ტეროტორიაზე კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემია მდებარეობს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.