USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით
თარიღი:  

საქართველო-პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა.

„მახსოვს გიორგი ქინქლაძე, წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელი იყო, ხელოვანი, ნამდვილი არტისტი. ის აჩვენებდა ქართული ფეხბურთის მენტალიტეტს. მისნაირი კიდევ რამდენიმეა. მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მეტოქე გუნდის დაცვის ხაზის დაშლა შეუძლია. ასევე მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც სამი წელია ვალენსიაში უმაღლეს დონეზე თამაშობს. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით, სადაც ვილი სანიოლმა უმაღლესი სამუშაო გასწია. მათ უბრალოდ არ გაუმართლათ, თორემ ორი ტურის შემდეგ გაცილებით უფრო კარგი სატურნირო მდგომარეობა ექნებოდათ“, - აღნიშნა რობერტო მარტინესმა.

მარტინესმა დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და დიეგო კოსტა სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის