USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«IportaL-24»: „პრემიერი ფიცო მოსკოვში ანუ ორბანიდან ფიცომდე“
Date:  737

ევროპაში ზამთარი ძალაში შევიდა, რომელიც შარშანდელზე უფრო ცივი და სუსხიანი გამოდგა. შესაბამისად, ეკონომიკისა და მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი სათბობის - ბუნებრივი გაზის ხარჯმა მნიშვნელოვნად მოიმატა. 2023 წლის დეკემბერში გაზსაცავები ჯერ კიდევ სავსე იყო, დღეს კი იმპორტირებულ ამერიკულ თუ ნორვეგიულ გაზთან ერთად, რომელიც სიცივეში არასაკმარისია, გაზსაცავების მარაგის გამოყენებაც დაიწყო. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც რუსული გაზის გარდა, ცისფერი საწვავის მიწოდების ალტერნატივა ძალიან მცირე, ან საერთოდ არ აქვთ. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა სლოვაკეთი, რომელიც რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენით იღებს. კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადა, რომ თავისი ტერიტორიის გავლით რუსულ გაზს სლოვაკეთისაკენ აღარ გაუშვებს.

თავის მხრივ, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო რამდენიმე დღის წინ მოსკოვში იმყოფებოდა გაზის მიწოდების საკითხის გასარკვევად და ვლადიმერ პუტინს შეხვდა... ამ ვიზიტმა ევროპის ქვეყნების ლიდერებში კრიტიკა გამოიწვია, გაისმა განცხადებები, რომ რობერტ ფიცო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მსგავსად, ძირს უთხრის ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს და არღვევს ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკური კურსის სიმტკიცეს.

რამდენად სამართლიანია კრიტიკა?

მომხდარ მოვლენებს ეხმაურება ჩეხეთის პოპულარული გამოცემა IportaL-24 და აქვეყნებს სტატიას სათაურით „პრემიერი ფიცო მოსკოვში ანუ ორბანიდან ფიცომდე“, რომლის ავტორია ირჟი პაროუბეკი, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2005-2006 წლებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

განა რობერტ ფიცოს ვიზიტი მოსკოვში ვინმესთვის სიურპრიზი უნდა იყოს? სლოვაკი პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის ინტერესების გამო, იძულებული გახდა მოსკოვში ჩასულიყო. ცნობილმა ჟურნალისტმა ლიბორ დვორჟაკმა კი მას „სასარგებლო იდიოტი“ უწოდა. ჩემი აზრით კი, „სასარგებლო იდიოტი“ თვითონ ლიბორ დვორჟაკი და მისთანებია, რომლებსაც ქვეყნის მდგომარეობა არ ადარდებთ და ხშირად ამახინჯებენ ფაქტებს და რეალობას უარყოფენ, თუნდაც უკრაინასთან მიმართებით.

 რობერტ ფიცოს მოსკოვური ვოიაჟი, ვიმეორებ, იძულებითი, მაგრამ იმავდროულად ლოგიკური ნაბიჯია, რაც თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკამ გამოიწვია - როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პირველი იანვრიდან კიევი რუსულ გაზს სლოვაკეთისათვის უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენით აღარ გაატარებს და არც სატრანზიტო კონტრაქტის მოქმედების ვადას აღარ გააგრძელებს. რასკვირველია, უკრაინა გაზის ტრანზიტით მნიშვნელოვან თანხას იღებს, მაგრამ რადგანაც კიევს არ სურს გაზის გაყიდვით ფული რუსეთმაც მიიღოს, უკრაინა მზადაა თვითონაც იზარალოს და რუსეთიც აზარალოს. სხვათა შორის, აღნიშნული გაზსადენი საწვავით შარშან ჩეხეთსაც ამარაგებდა, გერმანიასაც და იტალიასაც.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრე ფიალა ჯერ-ჯერობით ჩუმად არის და რაიმე კომენტარს არ აკეთებს - ალბათ, ფიქრობს, რომ სლოვაკეთის პრობლემა მისთვის არაფერს არ ნიშნავს. მისი აზრით, თუ საჭირო გახდება დამატებითი რაოდენობის გაზი, ჩეხეთი საწვავს სხვა წყაროებისაგან მიიღებს. მაგრამ ვეკითხები პეტრე ფიალას: მართალია, ჯერ-ჯერობით ჩეხეთის გაზის საცავები  ისევ სავსეა სარშანდელი იაფი რუსული გაზით, მაგრამ როცა რუსული გამოილევა და გერმანიის გავლით ნორვეგიულ ძვირად ღირებულ გაზს მიიღებს, რამდენად მოიმატებს საწვავის ფასები? ადრე თუ გვიან, რუსული იაფფასიანი გაზი გათავდება და დღესასწაულიც დამთავრდება.  ფასების ზრდით ვინ დაზარალდება? ჩეხეთის მოსახლეობა და ბიზნესი.

სლოვაკეთის ოპოზიცია და მათი ჩეხი თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, რომ რობერტ ფიცო ჯერ კიევში უნდა ცასულიყო ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად, რატომ გაიქცა კრემლშიო. განა არ იცით, რომ რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის ამ საკითხზე ამას წინათ ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების სამიტზე შეხვდა და ესაუბრა? არ გახსოვთ, რა უთხრა ზელენსკიმ? რუსული გაზი სლოვაკებს აღარ გექნებათო. გარდა ამისა, ზელენსკიმ დაამატა, რომ აუცილებელია დამატებითი სანქციები რუსული ურანის საწვავის ევროპაში იმპორტის აკრძალვის მიზნითო. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ სლოვაკეთს თავისი ატომური ელექტროსადგურებისათვის აღარც რუსული ურანის საწვავი აღარ ექნება.

როცა რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ გაზის ტრანზიტით უკრაინა 500 მილიონი ევროს მოგებას იღებს და თუ ტრანზიტი შეწყდება, ეს შემოსავალი აღარ გექნებათო, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ომში უკრაინა უფრო მეტს კარგავს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მართალია და ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ თუ თქმაა, მაშინ სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას: ომში დამნაშავეა როგორც ვლადიმერ პუტინი, ასევე თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიც და კიდევ ნატოს გენერლები, დასავლეთის მთელი პოლიტიკური ელიტა, რომელმაც ვერ შეძლო და არც მოისურვა ომის ტავიდან აცილება. მე არ ვიცი, რატომ აიყვანა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მძევლად სლოვაკეთის მოსახლეობა. სლოვაკელები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში დამნაშავენი ნამდვილად არ არიან და სურთ, რომ თავიანთი ქვეყნის მეზობლად მიმდინარე ბრძოლები რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს.

ასე რომ, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის უმჯობესი იქნება სწრაფად შეეცადოს ომის მშვიდობიანად დასრულებას და მეზობელ ქვეყნებს პრობლემები არ შეუქმნას, ეს კარგი იქნება თვით უკრაინელებისთვისაც.

მე პირადად რობერტ ფოცოს მოსკოვურ ვიზიტს სრულიად ნორმალურად ვთვლი: პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელია მუდმივად ზრუნავდეს თავის თანამემამულეებზე და მათი  მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუნდაც მოსკოვში ჩასვლით. გარდა ამისა, რობერტ ფიცომ და ვლადიმერ პუტინმა ომის მშვიდობიანი დასრულების საკითხიც განიხილეს. როცა თვით ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტიც გეგმავს რუს კოლეგასთან მოლაპარაკებას და ომის შეწყვეტას, რობერტ ფიცოს ნაბიჯი რატომ უნდა იყოს მცდარი? ვიმეორებ, იგი როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თავის ხალხზე და სლოვაკეთის ინტერესებზე ზრუნავს. ამ ფონზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის შეურაცხმყოფელი ნათქვამი, რომ სლოვაკი რობერტ ფიცო „მასობრივი მკვლელის“ წინაშე მიწაზე მუხლებით დახოხავსო, სრულიად უადგილოა. ესე იგი, დონალდ ტრამპიც მხოხავი და ქვეწარმავალია? და საერთოდ, მეცოდებიან იან ლიპავსკი და მისი ჩეხი კოლეგები, რომლებსაც მალე მოუწევთ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას სიტუაცია აუხსნან, როცა გაზის საცავები დაცარიელდება - ეს ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკის დამსახურებაა.

წყარო: https://www.iportal24.cz/nazory/premier-fico-v-moskve-aneb-obrana-fica/

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way