USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
პოლონეთში, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველი პარტია უმრავლესობას კარგავს
თარიღი:  452

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ - პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ ხმების 36.8%-ი მოიპოვა, ოპოზიციურმა კოალიციამ კი - 31.6%-ი.

BBC-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეგზიტპოლის შედეგები გამართლდა, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციას“ მმართველი კოალიციის შექმნის უკეთესი შანსი აქვს, რაც ქვეყანაში იაროსლავ კაჩინსკის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ რვაწლიან მმართველობას დაასრულებს.

"პოლონეთმა გაიმარჯვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს არის ცუდი დროების დასასრული, ეს არის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მთავრობის დასასრული“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა ეგზიტპოლის შედეგებზე კომენტირებისას.

მისი თქმით, პოლონეთში კვირას ჩატარებული არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიზმის დაცემის შემდეგ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლონეთის მომავლისთვის ევროკავშირში.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის