USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Тбилиси
პოლონეთში საფერავის წარდგენის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა
дата:  283

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Peope PR" ორგანიზებით, პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქართული ღვინო საფერავის დეგუსტაცია-სემინარი „Saperavi Experience: Secrets of Georgia's Red Treasure“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 100-ზე მეტი ადგილობრივი სომელიე დაესწრო პოლონეთის დაბა პშჭევში (Pszczew) გამართულ ღონისძიებას, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდა. მონაწილეები ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.

„ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, პოლონეთში, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

общество
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати