USD 2.7320
EUR 3.1087
RUB 3.4775
Tbilisi
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა
Date:  403

პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, - ინფორმაციას Onet.pl და Gazeta wyborcza ავრცელებენ.

შედეგების თანახმად, ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.

არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.6 პროცენტი შეადგინა.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ მიიღო.

მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და "ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი" კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way