USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს
Date:  892

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღას აღარ მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ქვეყანა საკუთარი თავის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე ფოკუსირდება.

"უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პოლონეთის შეიარაღებას", - განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. სამშაბათს, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს იმ განცხადებების გამო, რომელიც გაერო-ში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის გააკეთა, რომლის თქმითაც, უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ქვეყანა ევროპაში "სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულით თრილერს ქმნის". ვარშავამ ეს კომენტარი დაგმო და განაცხადა, რომ არასამართლიანია პოლონეთის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.

პოლონეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულთან დაკავშირებული დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შავი ზღვის მთავარი სატრანსპორტო გზები ჩაიკეტა და უკრაინა იძულებული გახდა, ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტები გამოენახა. ამან, თავის მხრივ, ცენტრალურ ევროპაში დიდი რაოდენობით მარცვლეულის თავმოყრა გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა ხუთ ქვეყანაში : ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკრაინული მარცვლეული ადგილობრივ ფასებს ამცირებდა. აკრძალვა 15 სექტემბერს დასრულდა და ევროკავშირმა არ გაახანგრძლივა ის, თუმცა უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ მოეხსნათ.

უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) ამ ქვეყნების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რადგან, უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, ისინი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ. პოლონეთმა განაცხადა, რომ იმპორტზე აკრძალვას არ გააუქმებენ და რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეტანილი საჩივარი მათზე გავლენას არ მოახდენს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way