USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
Tbilisi
პოლონეთი რუსეთის საფრთხის ფონზე ათეულობით ამერიკულ გამანადგურებლებს ყიდულობს
Date:  599

პოლონეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან $4.6 მილიარდი დოლარის ღრებულების სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლითაც ულტრათანამედროვე, მეხუთე თაობის სტელს გამანადგურებლებს, F-35-ებს შეიძენს. ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი.

პოლონეთი საკუთარი შეიარაღბული ძალების გაძლიერებას ცდილობს აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აქტიურობისა და აგრესიის საფრთხის გაზრდის გამო.

ხელის მოწერის ცერემონიალი შედგება პარასკევს, დებლინში, აღმოსავლეთ პოლონეთში- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way