ქუჩას XX საუკუნის 70-იან წლებში ქართველი ინჟინერის, ვლადიმერ ჯიქიას სახელი ეწოდა. 2009 წელს მას სახელი გადაერქვა და რუსი ჟურნალისტის – ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭა.
ამ ქუჩის იერსახე განსაკუთრებით კარგად ჩანს Kalaki.ge-ს მიერ წარმოდგენილ ფოტო-მასალაში:
მოდით განვიხილოთ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები, რომლებიც მის გარდასხვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
Figurebi Jikiaze
სამშენებლო-დეველოპერულ ინდუსტრიას ახალი კომპანია – ფიგურები შეემატა. ფიგურები ჰოლდინგ „იბერკომპანის“ მიერ დაარსებული ახალი ბრენდია, რომელიც პირველი პროექტის განხორციელებას უკვე შეუდგა თბილისში, საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 46 ნომერში.
პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმა.
„ფიგურები ჯიქიაზე“ დეველოპერული კომპანია ფიგურების პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ორი 27-სართულიანი შენობისაგან შედგება. ახალი პროექტი 500-მდე ბინასა და კომერციულ თუ საოფისე ფართებს აერთიანებს. ბინები 30,9–კვ.მ-დან იწყება და პროექტში ყველა შეძლებს სასურველი ზომისა თუ სპეციფიკაციის ბინის პოვნას. კვადრატული მეტრის ფასი $1 155-დან იწყება.
„ფიგურების“ იდეოლოგია თუ არტ-მიმართულება, არქიტექტურისა და ხელოვნების პოპულარული გერმანული მიმართულების – „Bauhaus“-ის პრინციპებს იზიარებს, რაც ბრენდის კონცეფციისა და შეთავაზებების ჩამოყალიბებისას ინსპირაციად იქცა და სახელის იდეაც აქედან წამოვიდა.
ამას გარდა, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე კიდევ რამდენიმე მიმდინარე მშენებლობაა, რომელთა კვადრატული მეტრის ფასი შემდეგნაირად ნაწილდება:
White Square Jikia – საბურთალოს ცენტრში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე N12-ში შენდება. 19-სართულიანი კორპუსი 283 საცხოვრებელ ბინასა და სხვადასხვა ტიპის კომერციულ ფართებს აერთიანებს. როგორც კომპანიის ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი, საცხოვრებელი სახლი აღჭურვილი იქნება გენერატორით, რომელიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფს წყლისა და ელექტრო მომარაგებას. კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს, სასმელი წყლის ტუმბოებს, ლიფტებს, პარკინგს, კორიდორებს, საზოგადოებრივ სირცეებს, შიდა ეზოსა და საევაკუაციო ავარიულ განათებებს. ახალ კორპუსში იყიდება 1, 2, 3 ოთახიანი ბინა, რომელთა ფართი 57,7–144,8 მ2-ია. ჭერის სიმაღლე კი 3 მეტრია. კორპუსს აქვს გააზრებული ფუნქციონალური დაგეგმარების გადაწყვეტილებები ნებისმიერი გემოვნებისთვის. განლაგება არის კომბინირებული, სამზარეულო-მისაღები ოთახით. თითოეულ ბინას აქვს აივანი. ახალ პროექტში კვადრატული მეტრის ფასი კი $1 050-დან იწყება.
Park Hill Jiqia – ანა პოლიტკოვსკაიას N22-ში შენდება. 1 შენობა 12-სართულიანია და 88 ბინისაგან შედგება. მომხმარებლებს მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგით სარგებლობა შეეძლებათ. პროექტში არსებული ბინები მათ მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ. ბინის ფართი კი 47,3–142,9 კვადრატული მეტრია. Park Hill Jiqia-ში წარმოდგენილი ბინის კვადრატული მეტრის ფასი $1 100-დან იწყება.
Megobroba Jikia – პოლიტკოვსკაიას N40 ა-ში, კომპანია მეგობრობის მიმდინარე მშენებლობაა. 11-სართულიანი შენობა 140 ბინას მოიცავს. ბინების ფართები 37,05–134,35 კვადრატული მეტრია, რომელთა ჭერის სიმაღლეც 3 მეტრს აღწევს. მომხმარებელს ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ. კვადრატული მეტრის ფასი კი $1 265-დან იწყება.
და ბოლოს, Tetris Shin – ანა პოლიტკოვსკაიას N33 -ში არსებული მიმდინარე მშენებლობაა. 16-სართულიანი შენობა 83 ბინას მოიცავს. აქ არებული ბინები მომხმარებელს მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდებათ. მათი ფართი კი 51,6–103,7 კვადრატული მეტრია. ახალ პროექტში მომხმარებელს მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგით სარგებლობა შეეძლება. პროექტში შედის ეზოს კეთილმოწყობაც. კვადრატულის ფასი $1 283-დან იწყება.