USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი | Kalaki.ge
дата:  

ქუჩას XX საუკუნის 70-იან წლებში ქართველი ინჟინერის, ვლადიმერ ჯიქიას სახელი ეწოდა. 2009 წელს მას სახელი გადაერქვა და რუსი ჟურნალისტის – ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭა.

ამ ქუჩის იერსახე განსაკუთრებით კარგად ჩანს Kalaki.ge-ს მიერ წარმოდგენილ ფოტო-მასალაში:

პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი

მოდით განვიხილოთ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები, რომლებიც მის გარდასხვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი

Figurebi Jikiaze

სამშენებლო-დეველოპერულ ინდუსტრიას ახალი კომპანია – ფიგურები შეემატა. ფიგურები ჰოლდინგ „იბერკომპანის“ მიერ დაარსებული ახალი ბრენდია, რომელიც პირველი პროექტის განხორციელებას უკვე შეუდგა თბილისში, საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 46 ნომერში.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმა.

„ფიგურები ჯიქიაზე“ დეველოპერული კომპანია ფიგურების პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ორი 27-სართულიანი შენობისაგან შედგება. ახალი პროექტი 500-მდე ბინასა და კომერციულ თუ საოფისე ფართებს აერთიანებს. ბინები 30,9–კვ.მ-დან იწყება და პროექტში ყველა შეძლებს სასურველი ზომისა თუ სპეციფიკაციის ბინის პოვნას. კვადრატული მეტრის ფასი $1 155-დან იწყება.

„ფიგურების“ იდეოლოგია თუ არტ-მიმართულება, არქიტექტურისა და ხელოვნების პოპულარული გერმანული მიმართულების – „Bauhaus“-ის პრინციპებს იზიარებს, რაც ბრენდის კონცეფციისა და შეთავაზებების ჩამოყალიბებისას ინსპირაციად იქცა და სახელის იდეაც აქედან წამოვიდა.

პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი

ამას გარდა, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე კიდევ რამდენიმე მიმდინარე მშენებლობაა, რომელთა კვადრატული მეტრის ფასი შემდეგნაირად ნაწილდება:

White Square Jikia – საბურთალოს ცენტრში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე N12-ში შენდება. 19-სართულიანი კორპუსი 283 საცხოვრებელ ბინასა და სხვადასხვა ტიპის კომერციულ ფართებს აერთიანებს. როგორც კომპანიის ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი, საცხოვრებელი სახლი აღჭურვილი იქნება გენერატორით, რომელიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფს წყლისა და ელექტრო მომარაგებას. კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს, სასმელი წყლის ტუმბოებს, ლიფტებს, პარკინგს, კორიდორებს, საზოგადოებრივ სირცეებს, შიდა ეზოსა და საევაკუაციო ავარიულ განათებებს. ახალ კორპუსში იყიდება 1, 2, 3 ოთახიანი ბინა, რომელთა ფართი 57,7–144,8 მ2-ია. ჭერის სიმაღლე კი 3 მეტრია. კორპუსს აქვს გააზრებული ფუნქციონალური დაგეგმარების გადაწყვეტილებები ნებისმიერი გემოვნებისთვის. განლაგება არის კომბინირებული, სამზარეულო-მისაღები ოთახით. თითოეულ ბინას აქვს აივანი. ახალ პროექტში კვადრატული მეტრის ფასი კი $1 050-დან იწყება.

პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი

Park Hill Jiqia – ანა პოლიტკოვსკაიას N22-ში შენდება. 1 შენობა 12-სართულიანია და 88 ბინისაგან შედგება. მომხმარებლებს მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგით სარგებლობა შეეძლებათ. პროექტში არსებული ბინები მათ მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ. ბინის ფართი კი 47,3–142,9 კვადრატული მეტრია. Park Hill Jiqia-ში წარმოდგენილი ბინის კვადრატული მეტრის ფასი $1 100-დან იწყება.

პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი

Megobroba Jikia – პოლიტკოვსკაიას N40 ა-ში, კომპანია მეგობრობის მიმდინარე მშენებლობაა. 11-სართულიანი შენობა 140 ბინას მოიცავს. ბინების ფართები 37,05–134,35 კვადრატული მეტრია, რომელთა ჭერის სიმაღლეც 3 მეტრს აღწევს. მომხმარებელს ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ. კვადრატული მეტრის ფასი კი $1 265-დან იწყება.

პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი

და ბოლოს, Tetris Shin – ანა პოლიტკოვსკაიას N33 -ში არსებული მიმდინარე მშენებლობაა. 16-სართულიანი შენობა 83 ბინას მოიცავს. აქ არებული ბინები მომხმარებელს მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდებათ. მათი ფართი კი 51,6–103,7 კვადრატული მეტრია. ახალ პროექტში მომხმარებელს მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგით სარგებლობა შეეძლება. პროექტში შედის ეზოს კეთილმოწყობაც. კვადრატულის ფასი $1 283-დან იწყება.

პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
 
პოლიტკოვსკაიას ქუჩის გარდასახვა – ინტენსიური განაშენიანებით მიღებული შედეგი
Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати