USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
პოლიტიკური პარტიები ვალდებული იქნებიან თავიანთი ფინანსური ანგარიშები “ანტიკორუფციულ ბიუროს” წარუდგინონ.
თარიღი:  739

საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ვალდებული იქნებიან თავიანთი ფინანსური ანგარიშები მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ ახალ უწყებას - “ანტიკორუფციულ ბიუროს” წარუდგინონ.

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშგების ფორმას, რომლითაც პარტიებმა წლიური ფინანსური ანგარიშები უნდა მოამზადონ და ისინი ბიუროში წარადგინონ. აღნიშნული ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული ხარჯების, მიღებული შემოსავლებისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.

მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, პარტიის წლიური ფინანსური ანგარიში შემდეგ ფორმებს უნდა მოიცავდეს:

ა) შემოწირულებები და საწევრო შენატანები – ფორმა №1;
ბ) შემოსავლები (საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა) – ფორმა №2;
გ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3;
დ) ხარჯები (საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯების გარდა) – ფორმა №4;
ე) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №4.1;
ვ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) – ფორმა №4.2;
ზ) მივლინებები – ფორმა №4.3;
თ) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (შრომის ანაზღაურების გარდა) – ფორმა №4.4;
ი) რეკლამის ხარჯი – ფორმა №4.5;
კ) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5;
ლ) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1.
მ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) – ფორმა №5.2;
ნ) მივლინებები – ფორმა №5.3;
ო) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (შრომის ანაზღაურების გარდა) – ფორმა №5.4;
პ) რეკლამის ხარჯი – ფორმა №5.5;
ჟ) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №6;
რ) საბანკო ანგარიშები – ფორმა №7;
ს) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №7.1;
ტ) არაფინანსური აქტივები – ფორმა №8;
უ) უძრავი ქონების რეესტრი – №8.1;
ფ) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №8.2;
ქ) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №8.3;
ღ) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა № 9;
ყ) სესხი/კრედიტი – 9.1;
შ) შემაჯამებელი ფორმა.

ანტიკორუფციულ ბიუროს ამჟამად რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია 2022 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნა.

აღნიშნულ ორგანიზაციას ჯერჯერობით საკუთარი ვებგვერდი არ გააჩნია. 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის