USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
პოლიტიკური ფარსი, რომელსაც ორი აქტიორი ყავს - ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა.
თარიღი:  2821
1 წელი გავიდა 20 ივნისის მძიმე მოვლენებიდან და დღესაც, „დაპირისპირებული“ მხარეები თავის „სიმართლეს“ თავზე ახვევს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო გულწრფელად აღშფოთებულ ადამიანებს და თავიან ბანაკებში ექაჩებიან.
 
თავს არ შეგაწყენთ იმის ანალიზით თუ რა მოხდა, და რაც მთავარია რატომ მოხდა მაშინ ეს ყველაფერი, თუმცა რაც მოხდა აშკარად გამიზნული პროვოკაცია იყო ორივე, როგორც ხელისუფლების ისე ე.წ. ოპოზიციის მხრიდან.
ამ პროვოკაციას გაგრძელებაც ქონდა.
 
უცებ, მმართველმა ძალამ არც აცია და არც აცხელა და უარი განაცხადა მის მიერვე დაანონსებულ ცვლილებაზე კონსტიტუციაში, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით.
 
️ამ უარს მოყვა საზოგადოების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების სამართლიანი პროტესტი და მოთხოვნა დანაპირების შესრულებისა. იყო ცნობილი წერილების კასკადი (რომელიც დღესაც გრძელდება) აშშ-ს კონგრესმენებიდან, ევროპის სახალხო პარტიიდან, ევროკავშირიდან, მეგობარი ქვეყნების ელჩებიდან და ა.შ.
 
️ხელისუფლება იძულებული გახდა მის მიერ ერთხელ უარყოფილი საკონსტიტუციო ცვლილები კვლავ შემოეტანა დღის წესრიგში, მართალია სხვა ფორმით, მაგრამ უფრო პროგრესულით ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო სისტემა.
 
თუმცა ხელისუფალმა, ამ, თავისივე ინიცირებულ ახალ ცვლილებებშიც დაინახა საფრთხე, რომელიც ჰიპოტეტურად შესაძლებელია დამუქრებოდა მის პოზიციებს 2020 წლის არჩევნებში და კვლავ შეგნებულ პროვოკაციაზე წავიდა.
 
დაიჭირა ზუსტად ის ხალხი, ვისი დაჭერაც არსებულ მყიფე შეთანხმებას აუცილებლად დაანგრევდა. და რაც მთავარია დაიჭირა ისინი ჰაერიდან მოტანილი ბრალდებებით, როდესაც ამ უკანასკნელთა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ბიოგრაფიაში იმდენი შავი ლაქა და იმდენი მისადავებელია, რომ წესიერი ხელისუფლება იმ, რელაურ ამბებზე მოსთხოვდა მათ პასუხს და კარგა ხნით ადრე.
 
 
ბუნებრივია, ამ ამბავს მოყვა შესაბამის რეაქცია, მსოფლიო საზოგადოების პასუხი იმდენად მკაფიო იყო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა დათმომებზე წასულიყო და კვლავ გაეცა საკუთარი შეცდომა-დანაშაულის გამოსწორების პირობა.
აქ ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაფრის, ხელის შემშლელად, პროვოკაციების დამგეგმავად და ქვეყნის დამქცევად თვლის ე.წ. ოპოზიციას, რომელიც ძირითადად ყოფილი და მოქმედი ნაციონალური მოძრაობის წევრებით არის წარმოდგენილიю
 
️ის რომ ეს პოლიტიკური გუნდი ბევრ რამეში დამნაშავეა და მათი მმართველოვბის პერიოდი არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად არ არის შეფასებული, ეს ცოდვა ქართული ოცნების კისერზეა 100%-ით.
️მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ სულ სხვა ამბავია. ქართული ოცნება დღეს ე.წ. ოპოზიციას აცხადებს რუსეთის ინტერესების გამტარებლად ქვეყანაში, მოიხსენიებს მათ აგენტებად და ჯაშუშებად და ამაზე აპელირებით ამართლებს თავის საქციელს ყველგან და ყველაფერში.
 
ძნელია ამაში ხელისუფალს არ დაეთანხმო, რომ არა ერთი „უმნიშვნელო“ დეტალი.
 
13 წლის წინ ზუსტად ასეთი სურათი იყო ქვეყანაში, ოღონდ დღეს მოქმედ გმირებს ადგილები ქონდათ გაცვლილი და ნაციონალური მოძრაობა აბრალებდა ოპოზიციას რუსეთის აგენტობას, რაშიც ნაწილობრივ მართლებიც იყვნენ კიდეც.
️ანუ ფარსი ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე დიდი წარმატებით გრძელდება.
 
თუ დღესაც და მაშინაც, ხელისუფლება აცხადებდა, რომ ოპოზიცია, საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი მტრის, რუსეთის დავალებების შემსრულებელი იყო და მისი ინტერესების გატარებას ცდილობდა ქვეყანაში, მაშინ რა ლოგიკით, რა სინდისით და რა უფლებით აწარმოებდა ან ერთი ან მეორე, უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებს?
 
️რეალობა კი ზედაპირზე დევს. ორივე ძალა ერთმანეთს ადანაშაულებს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში და თავს დებს საკუთარ დასავლურ ორიენტაციაზე. სინამდვილეში კი ორივე თავისი საქციელით, თავისი ბუნებით და ქმედებებით არიან რუსული მხარის ინტერესების გამტარებლები ქვეყანაში და ამის ნათელი დადასტურებაა, რომ მიუხედავდ დასავლეთის და აშშ-ს დიდი მცდელობისა ის მართული ქაოსი რაც საქართველოში ბოლო 30 წელია ფიქსირდება კვლავ სახეზეა.
 
 
ხელისუფლების პოზიცია და სამოქმედო გეგმა კი ასეთია. სიტყვით ადიდებს და ემეგობრება დასავლეთს, რადგან დასავლური ფულის გარეშე ეს ქვეყანა ფაქტიურად არ არსებობს და საქმით კი, რუსეთის მოკრძალებული კრიტიკის ფონზე, ასრულებს რუსულ დაკვეთას. რუსეთს კი თავი ქუდში აქვს, ფული არა აქვს (რომც ქონდეს მაინც არ შეინახავს თავის სატელიტს ხელისუფლებაში-მათ საქართველოს ქონების ძარცვის წილს უტოვებენ), მაგრამ ყავს რეალური გავლენის აგენტები და პოლიტიკური ავანტურისტები სახელმწიფოს საკვანძო თანამდებობებზე, ვინც რეალურად მართავს ამ ქვეყანას და მათი ხელით უზრუნველყოფენ კავკასიაში თავისი ინტერესის გატარებას - მისი მიზანი კი მუდმივი მართული ქაოსი.
 
ქაოსში დასავლეთი არ შემოდის და თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. რუსეთისთვის კი ეს კომფორტული და ნაცნობი გარემოა.
ასე იყო გუშინ და ასეა დღეს, მაგრამ ხვალ დიდი ალბათობით ყველაფერი შეიცვლება, რადგან რასაც ჩვენ ვამბობთ ეს ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ ხმამაღლა ამის მთქმელი და რაც მთავარია, ორგანიზებულად წინააღმდეგობის გამწევი ჯერ ცოტაა.
მსოფლიო იცვლება და საქართველოსაც მოუწევს შეცვლა.
 
იმედია ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესებში და წარვმართოთ ისინი უკეთესობისკენ.
 
გოგი ლორთქიფანიძე
სახალხო პარტია
საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.