USD 2.6995
EUR 3.1398
RUB 3.4921
თბილისი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი
თარიღი:  370

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი - 2005 წელს დაბადებული ს.ა., 2006 წელს დაბადებული ლ.ჯ., და ამავე წელს დაბადებული დ.ა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ღამის საათებში, აირის პისტოლეტის გამოყენებით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალქეს 2005 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს. იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები.

უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ს.ა., ლ.ჯ. და დ.ა. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისი
თელასი - საბურთალოს და კრწანისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის, დადიანის, ნუცუბიძის, გამრეკელის, გელოვანის, გურიელის და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების, თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, ორთაჭალის, ნადიკვარის, ნიშნიანიძის, მეფე სოლომონ II,  წინანაურის,  გორგასლის, მელქაძის,  კრწანისის, მარტვილის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.   

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის