USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
პოლიციამ ქვემო ქართლში თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა
თარიღი:  681

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

„დაკავებულები არიან: 2005 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ა., ამავე წელს დაბადებული ვ.მ. და 2007 წელს დაბადებული კ.ა. გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ.ა. და კ.ა. საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ. ბრალდებულებმა აღნიშნული მოქალაქის დასაშინებლად, ფულის გამოძალვის მიზნით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში
ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ ვ.მ.-თვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძალვაში ჯგუფურად ჩადენილი დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების, გადაზიდვის,ასევე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის