უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერის გვერდზე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.
„სამდღიანი“ ომის 210-ე დღე. რუსებმა, რომლებიც უკრაინის განადგურებას მოითხოვდნენ, საბოლოოდ მიიღეს მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და დაბლოკილი საბანკო ანგარიშები, ციხე დეზერტირობისთვის. ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას კარგი იუმორის გრძნობა აქვს“, - წერს პოდოლიაკი.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. ვიდეომიმართვაში, რომლითაც კრემლის მიერ კონტროლირებული მედიის ცნობით, პუტინი გასულ საღამოს უნდა გამოსულიყო, თუმცა, დღეს დილით აჩვენეს, მან განაცხადა, რომ "სამობილიზაციო ღონისძიებები დაიწყება დღეს, 21 სექტემბერს".