USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
პირველი აცრა პირდაპირ ეთერში - ისრაელის პრემიერ-მინისტრი
дата:  1042

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ისრაელში პირველმა გაიკეთა. ვაქცინა პრემიერმა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

"ეს არის ერთი მცირე ინექცია ადამიანისთვის და გიგანტი ნახტომი ჩვენი ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ისრაელი შეიძლება იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც COVID-19 პანდემიას დაამარცხებს, თუ ადამიანები ვაქცინაციას გაიკეთებენ.

ვაქცინა ასევე გაიკეთა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати