დაახლოებით ნახევარ საათში კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კერძო კომპანია ადამიანების კოსმოსში გაგზავნას ეცდება. მასკი ამ პროექტს NASA-სთან ერთად ახორციელებს.
აღნიშნული კომპანია ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის “სფეის იქსია“.
28 მაისს თბილისი დროით 00:33 საათზე რაკეტამზიდ “ფალკონ -9“-ს და ხომალდ “ქრიუ დრაგონს“ აშშ-ში მდებარე კანავერალის კონცხიდან გაუშვებენ. ხომალდის ბორტზე ორი კოსმონავტი- დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იქნებიან. ისინი დაახლოებით ათი წლის განმავლობაში პირველი ასტრონავტები არიან, რომლებიც კოსმოსში ამერიკული ხომალდით გაფრინდებიან
თუ ეს გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა, მაშინ საერათშორისო კოსმოსურ სადგურებზე ასტრონავტებს უკვე ილონ მასკის კომპანია და ხომალდი ჩაიყვანს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის კოსმოსური სააგენტო “როსკოსმოსთან“ ასტრონავტების გადაყვანის შესახებ კონტრაქტი გაწყდება.
აღნიშნული კონტრაქტით, “როსკოსმოსმა“ ბოლო 9 წლის განმავლობაში 4 მილიარდი დოლარი მიიღო.
ხომალდის გაშვებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრება.
ამ ისტორიულ მოვლენას შეგიძლიათ ლაივში ადევნოთ თვალი ბმულზე: https://youtu.be/IVmvWcg-eHE
P.S. უამინდობის გამო, გაფრენა 30 მაისისთვის გადაიდო