USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
9 °C
თბილისი
პიერლუიჯი კოლინა – ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მსაჯი
თარიღი:  2058
ერთადერთი და განუმეორებელი, პიერლუიჯი კოლინა!
  • როდესაც მოედანზე იყო, 4 ენაზე შეეძლო ლაპარაკი: ინგლისური, ფრანგული, ესპანური და იტალიური.
  • ყოველი მატჩის წინ ეცნობოდა ინფორმაციას გუნდების ფეხბურთელების შესახებ.
  • 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რონალდომ მას თავისი მაისური აჩუქა და ასევე მატჩის ბურთიც გადასცეს. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მას მადლობა გადაუხადეს ამ პერფორმანსისთვის.
  • ერთადერთი მსაჯი იყო, რომელიც ვიდეო თამაშის გარეკანზე დაიტანეს (PES 3).
  • France Football-მა ის ყველა დროის საუკეთესო მსაჯად აღიარა.
  • 7 ჯერ აღიარეს წლის საუკეთესო მსაჯად სერია A-ში.
  • კოლინამ იმსაჯა ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, მსოფლიო ჩემპიონატის და ოლიმპიადის ფინალები.

არსებობენ ფეხბურთელები და მწვრთნელები, რომელთაც ქომაგების მილიონიანი არმია და სექტანტური ტიპის დაჯგუფებებიც კი ჰყავთ, თუმცა იშვიათია მსაჯი, რომელსაც ზურგს გულშემატკივრები უმაგრებენ.

თუმცა, ფეხბურთის ისტორიაში მოიძებნება რეფერი, რომელმაც 28-წლიანი სამსაჯო კარიერის განმავლობაში უამრავი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, საუბარი პიერლუიჯი კოლინაზე
ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ადამიანი ფეხბურთში, რომელმაც მსაჯობა 45 წლის ასაკში, თანამდებობიდან სკანდალური გადაყენების შემდეგ შეწყვიტა, გულშემატკივარს 14 წლის შემდეგაც ახსოვს. თანაც, როგორ შეიძლება არ დაგამახსოვრდეს ადამიანი, რომელსაც ასეთი სახასიათო გარეგნობა აქვს – მელოტი თავი და წვრილი თვალები.

იტალიელმა კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები იმსაჯა, თუმცა ბევრს ის თავისი პიროვნული თვისებებით უფრო უკეთ ახსოვს. თუ ფეხბურთელი მის პროვოცირებას შეეცდებოდა, პიერლუიჯი ყოველთვის მკაცრ განცხადებას იღებდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მართალი გამოდიოდა.

“მოედანზე სწორი გადაწყვეტილებები იმიტომ კი არ უნდა მიიღო, რომ მსაჯი ხარ და ეს გევალება, არამედ იმიტომ, რომ ხალხი გენდობა”,-თქვა მან პენსიაზე გასვლის შემდეგ.

მშვიდი, მაგრამ მკაცრი დამოკიდებულების გამო, 1998-2003 წლებში, მან ზედიზედ 6-ჯერ მსოფლიოს საუკეთესო მსაჯის წოდება დაიმსახურა.

მან შეძლო და შეცვალა ის საქმიანობა, რომელიც ადრე ბევრი ადამიანისთვის მოსაწყენი და საქილიკო იყო.

 
კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.