არსებობენ ფეხბურთელები და მწვრთნელები, რომელთაც ქომაგების მილიონიანი არმია და სექტანტური ტიპის დაჯგუფებებიც კი ჰყავთ, თუმცა იშვიათია მსაჯი, რომელსაც ზურგს გულშემატკივრები უმაგრებენ.
თუმცა, ფეხბურთის ისტორიაში მოიძებნება რეფერი, რომელმაც 28-წლიანი სამსაჯო კარიერის განმავლობაში უამრავი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, საუბარი პიერლუიჯი კოლინაზე
ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ადამიანი ფეხბურთში, რომელმაც მსაჯობა 45 წლის ასაკში, თანამდებობიდან სკანდალური გადაყენების შემდეგ შეწყვიტა, გულშემატკივარს 14 წლის შემდეგაც ახსოვს. თანაც, როგორ შეიძლება არ დაგამახსოვრდეს ადამიანი, რომელსაც ასეთი სახასიათო გარეგნობა აქვს – მელოტი თავი და წვრილი თვალები.
იტალიელმა კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები იმსაჯა, თუმცა ბევრს ის თავისი პიროვნული თვისებებით უფრო უკეთ ახსოვს. თუ ფეხბურთელი მის პროვოცირებას შეეცდებოდა, პიერლუიჯი ყოველთვის მკაცრ განცხადებას იღებდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მართალი გამოდიოდა.
“მოედანზე სწორი გადაწყვეტილებები იმიტომ კი არ უნდა მიიღო, რომ მსაჯი ხარ და ეს გევალება, არამედ იმიტომ, რომ ხალხი გენდობა”,-თქვა მან პენსიაზე გასვლის შემდეგ.
მშვიდი, მაგრამ მკაცრი დამოკიდებულების გამო, 1998-2003 წლებში, მან ზედიზედ 6-ჯერ მსოფლიოს საუკეთესო მსაჯის წოდება დაიმსახურა.
მან შეძლო და შეცვალა ის საქმიანობა, რომელიც ადრე ბევრი ადამიანისთვის მოსაწყენი და საქილიკო იყო.