USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
პეტერ ფიშერის თქმით, გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას აღარ განაახლებს
Date:  820
„გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ შეაჩერა საქართველო-გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობის, მათ შორის სტუდენტების მობილობის, კვლევებისა და საქართველო EU-ის პროგრამებში მონაწილეობის განახლება - ამის მიზეზია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება.
 
ქართველებმა, რომლებსაც გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ - განსაკუთრებით გერმანული სტიპენდიებით - იციან, ეს დანაკარგი", - წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი.
 
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way