USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმრების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირებულება 400 მილიონ დოლარს შეადგენს
თარიღი:  627

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა, მათ შორის არის 90 ერთეული T-72 ტანკი. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ და ნიდერლანდები ერთობლივად გადაიხდიან ჩეხეთის რესპუბლიკაში შენახული T-72 ტანკების აღდგენის ხარჯებს.

„ეს ტანკები ჩამოვა ჩეხეთიდან. აშშ გადაიხდის 45 ერთეულის აღდგენისთვის. ნიდერლანდების მთავრობა კი, თავისი ვალდებულებების შესაბამისად, გადაიხდის დანარჩენი 45 ტანკს. ასე რომ, ჯამში, 90 ტანკი გაიგზავნება უკრაინაში. ეს იქნება ტექნიკურად განახლებული ტანკები" , - განაცხადა სინგმა.

მისი თქმით, ტანკების ნაწილი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა, დანარჩენი - მომდევნო წლის განმავლობაში.

დახმარების ახალ პაკეტში შედის 250 ერთეული M1117 ჯავშანტრანსპორტიორი, 40 ჯავშანტექნიკა, Hawk საზენიტო სარაკეტო სისტემები და 1100 Phoenix Ghost დრონი.

რაც შეეხება თვითმფრინავებს, პენტაგონს უკრაინაში მათი მიწოდების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მისცემს მოწინავე საჰაერო სისტემებს მიმდინარე თვის დასაწყისში, რაც უკავშირდება რუსეთის მხრიდან დამანგრეველ სარაკეტო თავდასხმებს.

 

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის