USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
პენსიების დარიგების ტენდერში მხოლოდ "ლიბერთი ბანკი" მიიღებს მონაწილეობას
თარიღი:  1044

პენსიების დარიგების მიზნით კომერციული ბანკის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში შეთავაზება მხოლოდ „ლიბერთი ბანკმა“ წარადგინა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ტენდერში მონაწილეობის მიღებას ორი მსხვილი ბანკი, „საქართველოს ბანკი“ და „ლიბერთი“ განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ მონაწილეობა მხოლოდ "ლიბერთიმ" მიიღო. ელექტრონული ტენდერი ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულმა ბანკმა სახელმწიფოს მომსახურება 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაუწიოს.

ტენდერის პირობების მიხედვით, სერვისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მაქსიმუმ 15 მლნ ლარი ხოლო კონტრაქტის განმავლობაში (7 წელი) 105 მლნ ლარი გამოიყოფა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის