USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მეცხრე რაუნდი გაიმართა
Date:  524

პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მეცხრე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაფართოების საკითხები სავაჭრო, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხაზი გაესვა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში ერთობლივ პროექტებს. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი როლი როგორც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის, ასევე „შუა დერეფნის“ განვითარებაში.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ, ჩინეთის მხარემ კი - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს, რაც თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ჩინეთის მხრიდან - მინისტრის მოადგილე ლიუ ბინი უძღვებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way