USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
პეკინის გამზირზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა
თარიღი:  327
საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39ა კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტირდა საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნებიც.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი, ქაოსური იყო. არ არსებობდა საპარკინგე ადგილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვებისთვის შესაბამისი სივრცე, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, დამონტაჟდა ლედ განათებები, დაირგო ხე-მცენარეები. ამ პროექტზე არ ვჩერდებით, ვგეგმავთ იოსებიძის ქუჩაზე არსებული სივრცეების განახლება-მოწესრიგებასაც. მოსახლეობას დავპირდით, რომ იქაც კეთილმოეწყობა ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეკრეაციულ სივრცეში ასევე მოეწყო სატრენაჟორო ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 232 000 ლარია. სამუშაობი გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა.
ადგილზე, თბილისის მერთან ერთად, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის