USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
პაველ ჰერჩინსკი - თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ჩვენ უკვე შევაჩერეთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებასთან
дата:  725

თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორს უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევანი ქართველი ხალხის ხელშია - ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მთავრობა სურს, ჰყავდეს.

 „იმ შემთხვევაში, თუ ეს მთავრობა დაინტერესებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესით, ჩვენი მხრივ, მზად ვართ ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულთან“, - აღნიშნა ელჩმა.

 ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი გარკვეულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და ეს ღირებულებები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

 „ეს ღირებულებები ასახულია შეთანხმებებში: ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობის უფლებები და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ქართველო ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომლებიც ამ ნორმების ერთგული იქნება.

 ნება მომეცით, ღიად ვთქვა : თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორს უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და რომელიც ევროკავშირის როგორც ამჟამინდელმა, ასევე მომავალმა წევრებმა მკაცრად უნდა დაიცვან“, - აღნიშნა ელჩმა.

ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - განაცხადა პაველ ჰერვინსკიმ .

როგორც მან განმარტა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ განეხორციელებინა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ ჰქონოდა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში იმ რიტორიკის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მიმართ აქვს.

„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა განხილვა ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან და სწორედ ამიტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати