USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებს უფლებამოსილებას პირველ რიგში უჩერებენ- რატომ? – “ოცნების” განმარტება
дата:  839

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს, 4 იანვარს”პატრიოტთა ალიანსის” წევრების  ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, დღეს მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების საკითხი იმიტომ განიხილეს, რომ ამ პარტიის საარჩევნო სიის სხვა წევრებმა პარლამენტში მათი ადგილები დაიკავონ.

“რატომ “პატრიოტთა ალიანსი”? — იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, “პატრიოტთა ალიანსის” სია ცესკოში ჩახსნილი არ არის და რამდენიმე წევრს ამ სიიდან აქვს სურვილი, რომ იმ შემთხვევაში თუ “პატრიოტთა ალიანსის” ეს პირველი სამი ადამიანი გავა პარლამენტიდან, მათ დაიკავონ მათი ადგილები ადგილმონაცვლეობის პრინციპიდან გამომდინარე”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრების გარდა, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებმაც მიმართეს. თუმცა მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი ჯერჯერობით არ განიხილავს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ამის მიზეზი ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებია. მისი თქმით, “ქართული ოცნება” მოლაპარაკებების ფორმატს ითვალისწინებს.

“რაც შეეხება სხვა წევრებს, რა თქმა უნდა, მათი საკითხის განხილვაც იქნება დადგენილ ვადებში და ამავდროულად ჩვენ ვითვალისწინებთ მოლაპარაკებების ფორმატს, ელჩების რეკომენდაციასაც და პოლიტიკურ პროცესს ვაძლევთ ფორმატს, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით ზილფიმიანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის პარტიულის სიის მე-8 ნომერია, ღია წერილს აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ ის პარლამენტში შედის.

დავით ზილფიმიანი “პატრიოტთა ალიანსის” სიაში მე-8 ნომერია და  უპარტიოდაა მითითებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა სხვა  ოპოზიციური პარტიების მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარი “პატრიოტთა ალიანსმაც” თქვა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პატრიოტთა ალიანსის პარტიულ სიიდან ოთხ წევრს არ მიუმართავს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ 31 დეკემბერს გამოაქვეყნა – ამ სიაში არ შედიან დავით ზილფიმიანი, სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე, სიის მე-5 ნომერი გელა მიქაძე და მე-7 ნომერი ფრიდონ ინჯია.

ზილფიმიანამდე ავთანდილ ენუქიძემ უკვე განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.

 

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати