„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, მათი პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
„რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ არჩევნების შედეგებით მოწვეულ პარლამენტში მონაწილეობა არ მივიღოთ. უფრო მეტიც, ვაპირებთ მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით“ - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.