USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
პატრიარქი კირილი - რუსეთი ხდება ბოროტების სრული ბატონობის ანუ ანტიქრისტეს შემაკავებელი
Date:  

ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთში რუსეთს იმედით უყურებს, როგორც ქვეყანას, რომელიც აფერხებს ანტიქრისტეს სამყაროში მოსვლას. ამის შესახებ დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

„დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთი, დიდი ყურადღებით და იმედით უყურებს რუსეთს, როგორც უკანასკნელ ციხესიმაგრეს. ბიბლიური თვალსაზრისით, რუსეთი ხდება ბოროტების სრული ბატონობის, ანუ ანტიქრისტეს შემაკავებელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ამ დროს ჩვენს ეკლესიას ეკისრება უზარმაზარი სულიერი პასუხისმგებლობა თავისი ხალხისთვის, ქვეყნის წინაშე და მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.

„დღეს ჩვენ გვეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა და ბევრი რამ არის გასაკეთებელი ჩვენი ხალხის სულიერი აღორძინებისთვის უკვე საკმარისი კეთილგანწყობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის პირობებში. ღვთის კურთხევა იყოს რუსეთზე, ჩვენს საყვარელ სამშობლოზე. ჩვენს ეკლესიაზე და ამ წმინდა მონასტერზე“, - განაცხადა მან.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way