USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართეს
თარიღი:  565

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა - ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა, გენერალურ პროკურატურაში თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი შეიტანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პარტიის წევრები საქართველოს გენერალური პროკურორისგან, ირაკლი შოთაძისგან თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყებას ოფიციალურად ითხოვენ.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მე-100 და 101-ე მუხლები საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებს გამოძიების დაწყებას, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში. გამოძიების დაწყების საფუძველია მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც მასმედიაში გამოქვეყნდა.

2023 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საკრებულომ (მმართველი პარტიის მხარდაჭერით) დაამტკიცა „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ (ე.წ. გრგ) მომზადებისა და მომზადებული გრგ-ს შესრულების საკითხები, რომლებიც ეხებოდა თბილისში ცათამბჯენების/კორპუსების აშენებას, მათ შორის „სპორტის უნივერსიტეტის“, „ლაგუნა ვერეს“ და რკინიგზის სადგურთან ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და დიდ დიღომში.

ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „სპორტის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე ინვესტორი „ქართული ოცნების“ შემომწირველი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი - ნოშრევან ნამორაძეა; ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის მფლობელები „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანთან დაკავშირებული პირები (მათ შორის, დეპუტატის ძმა და ოჯახის სხვა წევრები) არიან; თამარ მეფის გამზირზე მშენებლობას „ქართული ოცნების“ რაჭის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის კომპანია ახორციელებს; „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებაზე გრგ-ს დავალება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე (რომელსაც ფლობს ფონდი „ქართუ“ და რომლის დირექტორიც მისი დისშვილია) გაიცა, ხოლო დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, 750 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, რომელსაც ჰქონდა სამრეწველო ზონის სტატუსი, მასშტაბურ დეველოპერულ პროექტს „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი - კობა კვეტენაძე ახორციელებს.

ზემოაღნიშნული იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კორუფციას მერიის და საკრებულოს მხრიდან, სახელისუფლებო პარტიისთვის არამართლზომიერი სარგებლის მინიჭების სანაცვლოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების, პარტიის შემომწირველების და პარტიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას.

კორუფციული გარიგებების შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სამშენებლო პროექტების განხილვა და ნებართვების გაცემა დაჩქარებული წესით მოხდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სათანადო საჯარო განხილვები ურბანისტების, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების, სეისმოლოგების, გეოლოგების, ტრანსპორტის სპეციალისტების მონაწილეობით არ მომხდარა.

თბილისის მერიასთან დაკავშირებული სისტემური კორუფციის არაერთ სავარაუდო ფაქტზე მიუთითებს ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ა/წ 25 აგვისტოს გამოქვეყნებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. აღნიშნული შპს წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებულ სუბიექტს, რომლის პასუხისმგებლობის არეალი, სხვა საკითხებთან ერთად, დედაქალაქში არსებული სადრენაჟე ქსელებისა და სანიაღვრე კოლექტორების ექსპლუატაცია და მოვლაა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, იმოქმედოთ კანონის შესაბამისად, დაიწყოთ გამოძიება, დეტალურად შეისწავლოთ როგორც არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური კორუფციის ზემოაღნიშნული, ისე ანგარიშში მითითებული კორუფციის სხვა ფაქტები და საზოგადოებას დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული რეაგირების შესახებ“ - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის