USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
პარტია "მოქალაქეები" და "გირჩი" ერთმანეთს შემდგომ სტრატეგიაზე მოსალაპარაკებლად შეხვდნენ
Date:  982

პარტია “მოქალაქეებისა” და “გირჩის” წარმომადგენლები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა “გირჩის” ოფისში გაიმართა. მხარეებმა, ერთი მხრივ, ოპოზიციის მოთხოვნებზე, მეორე მხრივ კი – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

“[მოლაპარაკებების მიზანია], გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ვიმყოფებით არჩევნების შემდეგ. ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს, გვევალება, რამე გავაკეთოთ ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოსაყვანად.შესაბამისად, ჩვენ ველაპარაკებით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ვინც არის საქართველოს პარლამენტში”, – უთხრა “რუსთავი2”-ს იაგო ხვიჩიამ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ინდივიდუალური საუბრის ფორმატი უფრო “მშვიდია” და მეტად არის შესაძლებელი აზრთა გაცვლა. “გირჩს” სურს, პოზიციები შეაჯეროს და მოისმინოს არგუმენტირებული საწინააღმდეგომოსაზრებები ოპოზიციონერი კოლეგებისგან.

“გირჩს” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მივიდნენ. ელისაშვილმა მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი “საერთოდ ჩაიშალოს”.

“თუ ჩაიშლება, ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურადაც, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ “ქართულ ოცნებას” და ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად”, – დასძინა მან და შეთანხმების წინაპირობებთან დაკავშირებით დაამატა:

“ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა.

ასევე, ძალიან კარგი იდეაა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართულ ოცნებაზე” ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა”.

ელისაშვილის თქმით, მისმა მხარდამჭერებმა ხმა მისცეს პარტია “მოქალაქეებს” და “არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან და არც მით უმეტეს, გიგა ბოკერიასთან” არაფრის შეთანხმებას აპირებენ.

იაგო ხვიჩიამ, რომელიც მედიას შეხვედრის დაწყებამდეც ესაუბრა,  თქვა, რომ “გირჩის” მოთხოვნათა შორის პირველი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, მეორე – საარჩევნო კოდექსის ცვლილება, შემდგომ – პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, ბოლოს კი – ხელახალი არჩევნების საკითხი, რომელიც “დანარჩენ ოპოზიციას აინტერესებს”.

“ჩვენ გვინდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გავიაროთ ის, რომ გვქონდეს ერთიანი მოთხოვნა და თან ეს ისეთი იყოს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ დესტრუქციული ხალხი, ჩვენ არ გვინდა შეთანხმება და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ასეთ გზას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება ვაქციოთ ერთგვარ პლებისციტად,” – განაცხადა მან.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way