USD 2.7425
EUR 3.0732
RUB 3.4100
Тбилиси
პარლამენტთან საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს
дата:  615

პარლამენტთან საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად, აქცია მიმდინარეობს.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს, აფხაზეთის დაცემის დღეს მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ მთავარი ფასეულობის თავისუფლებისთვის და მტრის წინააღმდეგ.

“ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლესი ისტორიის. დღეს სოხუმი დაეცა, რასაც მოჰყვა გენოციდი, ქართველების ეთნიკური წმენდა. ჩვენი მორალური ვალია, პატივი მივაგოთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და თავისუფლებას შეეწირა. პატივი მივაგოთ იმ უზარმაზარ მსხვერპლს, რაც დევნილებმა გაიღეს. ამ ტრაგიკულ დღეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია გავერთიანდეთ მთავარი ფასეულობის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მტრის წინააღმდეგ. მტრის პროპაგანდა ქვეყნის გარედან და შიგნიდან ცდილობს აგვირიოს მტრის და მოყვარის ცნება ერთმანეთში. ეს არის იარაღი, რასაც ის იყენებს”,- განაცხადა ბოკერიამ.

აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას, რასაც მოყვა ფილმის ““რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა” ჩვენება.

მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ პეტიციას “აღიარე გენოციდი აფხაზეთში”.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати