USD 2.6755
EUR 2.8837
RUB 2.8914
Tbilisi
პარლამენტთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს
Date:  372

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანტისახელისუფლებო აქცია იმართება. პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა.

პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და დეპუტატებს შეძახილებით შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მოძრაობა “საქართველოს“ წევრებიც.

აქციას ოპოზიციური პარტიები მართავენ. მათ აქციის გამართვის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით შეხვედრა გაიმართა.

ჩამოვიდა შარლ მიშელი და ხელისუფლებამ კრიზისს დაარქვა კრიზისი - ლეგიტიმაცია მოკლებულმა ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგონოს, შეეჩვივნენ არაფრის შემჩნევას და ვარდისფერ სათვალეებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

 

sport
“ნაპოლი” მზადაა, ხვიჩა კვარაცხელია 130 მილიონ ევროდ გაყიდოს

იტალიური მედიის ცნობით ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული ტოპ კლუბების ინტერესები არ წყდება. “ბარსელონას” შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით “პარის სენ-ჟერმენიც” არის დაინტერესებული, რომელიც თავის მთავარ ვარსკვლავთან, კილიან მბაპესთან დასამშვიდობებლად და შემდგომი პერიოდის დაგეგმვისთვის ემზადება.

"პარის სენ-ჟერმენი” მბაპეს შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიასაც განიხილავს, რომლის დამატებაც ძალიან რთული ორი მიზეზის გამო იქნება. პირველი ეს არის ღირებულება, ხოლო მეორე ის, რომ “ნაპოლი” ამ დროისთვის ფეხბურთელის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს.

"ნაპოლი" ქართველს დაახლოებით 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც პარიზული კლუბის კატარელი მმართველებისთვის ხელმიუწვდომელი თანხა არ უნდა იყოს.

არსებობს ინტერესი “ბარსელონას” მხრიდანაც, რომელიც მზადაა კვარაცხელიას ტრანსფერში თავისი ორი ფეხბურთელი ფერმინ ლოპესი და ფერან ტორესი ჩართოს, ვინაიდან კატალონიელებს ეკონომიკურ-ფინანსური სიტუაცია არ აძლევს იმის საშუალებას, ბაზარზე დიდი ფული დახარჯოს.

პრობლემას ის ქმნის, რომ სამხრეთ იტალიური გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიას გაყიდვის იდეა და სურვილი არ აქვს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული ხელშეკრულებით, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი სეზონში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მისი ტრანსფერის გამოსყიდვა კი 120-130 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way