USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური მოსმენა გაიმართება
дата:  353

პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური მოსმენა გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებას აქვს წუხილი და კითხვები. თალაკვაძის თქმით, მთავრობის მხრიდან არსებობს შემხვედრი პოზიცია, რომ ანგარიშვალდებულების ფარგლებში პარლამენტმა ამომწურავი მოსმენა გამართოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილი და პროტესტი გამოიწვია. კარგია, რომ მინისტრებმა მიიღეს დავალებები, ადგილზე ჩავიდნენ და ჰქონდეთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, თუმცა ამ სფეროში პარლამენტს თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში. ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ პარლამენტის წევრებს მიმართა, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა პროცესი ეფექტიანად დაიგეგმოს და ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას აქვს, პასუხი გაეცეს.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати