USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო
Date:  313

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დღეს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, 09:00-ზე კენჭისყრა დაიწყო, რომელიც 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროცესს ცესკო უზრუნველყოფს. ხმის მიცემის დაწყებამდე საარჩევნო კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურები ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განუმარტა.

კოლეგიის წევრები ბიულეტენში არსებულ ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს ხაზავენ, შემდეგ კი მას დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.

14:00 საათზე, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ცესკო სხდომას ჩაატარებს, სადაც შედეგები დაითვლება და გამოცხადდება.

არჩევნები ახალი წესით, არაპირდაპირი გზით ტარდება და ქვეყნის ისტორიაში პირველად - პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. 300 წევრიდან "ქართულ ოცნებას" 211 წარმოადგენს.

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და არც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობენ.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. პარლამენტთან მისასვლელი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი. ამასთან, სპეციალური ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული თავისუფლების მოედანზე.

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way