USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, ანტიკრიზისული გეგმა ღრმა მეცნიერულ ანალიზზეა დამყარებული
Date:  1741

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველო მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და ამ მცირე რესურსებით უნდა გადაირჩინოს თავი.

"ქართული ოცნების" წევრი ამბობს, რომ "დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე".

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, როგორც ეს ჩვევიათ ჩვენს ოპონენტებს, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზზე და სიტუაციის შეფასებაზე. ამის დეტალური განხილვა მოხდა, დავამატეთ მხოლოდ ერთს - დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე. რასაკვირველია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ ბუმს და ეს გეგმა არის სწორედაც ჩამოყალიბებული იმდენად, რამდენადაც პანდემიამ განაპირობა კრიზისი. კრიზისი არის ღრმა და ეს კრიზისი შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. ქვეყნებმა თავი უნდა გადაირჩინონ. საქართველო მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და მცირე რესურსებით უნდა გადაირჩინოს თავი და გამოვიდეს უმძიმესი მდგომარეობიდან. არავინ არ უნდა დაუშვას, რომ ეს გეგმა და განცხადებები არის რამენაირად დაკავშირებული პოზიტიურ პროცესებთან, ეს არის საგანგებოდ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებული გეგმა და არის პროფესიონალურად გამართული. ჩვენ უნდა გადავრჩეთ როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად”, - განაცხადა ვოლსკიმ.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way