USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანა და მიღება შესაძლებელი იქნება
дата:  1249

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანა და მიღება შესაძლებელი იქნება.

„ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მიღებას შევძლებთ“, - თქვა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე საგაზაფხულო სესიაზე განსახილველი პრიორიტეტული საკითხები დაასახელა.

„პირველი - პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობისა და შეფასების ნაწილი და მეორე - საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საგანაგებო მდგომარეობის გაგრძელება არ დაგვჭირდეს, თუმცა ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციასა და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამსახურები მოგვცემენ. ნებისმიერ შემთვევაში, ის დღისწესრიგი და ამოცანები, რაც პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ჰქონდა, ივნისის ბოლომდე ან ივლისის შუა რიცხვებამდე აუცილებლად ბოლომდე მივა.

ასე, რომ პარლამენტი თავის დასახული გეგმას შეასრულებს, იქნება ეს საკანონმდებლო თუ საზედამხედველო მიმართულება. ძირითადად, ეს იქნება ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ერთი ეს არის კოვიდპანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები, კრიზისული და პოსტკრიზისული პერიოდის პროგრამები, მათ შორის ზედამხედველობის და შეფასების ნაწილი და მეორე პრიორიტეტი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა. ჩვენ ვიმუშავეთ ამაზე სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ონლაინ რეჟიმში სამუშაო შევხევდრები, ასე რომ თითქმის ყველა დეტალი და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შეთანხემბულია. ვფიქრობ, რომ ამ სესიაზე, როგორც დავპირდით საზოგადოებას, ამ ცვლილებების კენჭისყრაზე გამოტანას და მის მიღებას შევძლებთ. იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით სრული ჩართულობა იქნება“ - აღნიშნა თალაკვაძემ.

экономика
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати